იაკობ- დანიელის გალვანური ელემენტი

იცით თუ არა,

როგორ არის შესაძლებელი ელექტროენერგიის მიღება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა?  გსმენიათ თუ არა გალვანურ ელემენტზე და ენერგიის  მიღების ალტერნატიულ გზებზე ქიმიური რეაქციების საშუალებით?

ალესანდრო ვოლტა იყო პირველი მეცნიერი, ვინც ელექტროდენი აღმოაჩინა და გამოიკვლია. 1880 წელს გალვანის ცდა დაეხმარა ვოლტას პირველი დენის წყაროს შექმნაში. ამ წყაროს „ვოლტას სვეტს“უწოდებენ. ვოლტას სვეტი ქიმიური დენს წარმოადგენს.   ვოლტას ლაბორატორიის ხშირი სტუმარი იყო ნაპოლეონი, რომელიც  დაინეტერესბული იყო სამეცნიერო მიღწევებით 

ქიმიური დენის წყარო „ვოლტას სვეტ“-მა   ბიძგი მისცა სხვადასხვა ქიმიური დენის წყაროების შექმნას, რომლის ერთ – ერთი წარმომადგენელია იაკობ – დანიელის გალვანური ელემენტი

ჩვენი პროექტის შესწავლისა და კვლევის თემას წარმოადგენს იაკობ- დანიელის გალვანური ელემენტის შექმნა, რომელსაც საფუძვლად უდევს ჟანგვა – აღდგენითი პროცესები და მუშაობის პრინციპი ემყარება თუთიის დაჟანგვასა და სპილენძის აღდგენას

საკვლევი კითხვა

როგორ არის შესაძლებელი ქიმიური დენის  წყაროს მიღება? რამდენად ეფექტური შეიძლება იყოს აღნიშნული წყაროთი მიღებული ენერგია ყოველდღიურ ცხოვრებაში?

 

შენი დავალებაა: 

  • შექმნა გალვანური ელემენტი.
  • ჩაატაროთ ექსპერიმეტნი.
  • ელემენტის საშუალებით მიიღებ ქიმიური დენის წყაროს, რომლის დახმარებითაც შეგიძლია აამუშავო სხვდასხვა მოწყობილობები და გამოიკვლიო თქვენს მიერ შედგენილი წრედის ვოლტ-ამპერული მახასიათებელი.
  •  

გალვანური ელემენტის პრეზენტაციისას იმსჯელე:

  • რა პრინციპით მუშაობს შენს მიერ აწყობილი გალვანური ელემენტი?
  • როგორ გამოიყენებთ გალვანური ელემეტის მონაცემებს გარე წრედში დატვირთვის ჩასართავად?
  • რა კავშირია ჟანგვა – აღდგენითი რეაქციების ცოდნასა და მათ გამოყენებას შორის ყოველდღიურ საქმიანობაში? 

დავალების შესრულების პროცესში დაგეხმარება შემდეგი რესურები

 

გალვანური ელემენტი

 

კვლევისათვის და ექსპერიემტნისთვის საჭიროა გარკვეული საკითხების შესწავლა ფიზიკისა და ქიმიის კურსიდან,  საკითხების შესწავლასთან ერთად დასამზადებელია გალვანური ელემენტი, ექსპერიმენტის საფუძველზე კი უკვე შესაძლებელი იქნება დასკვნის დაწერა

 

 

გალვანური ელემენტის დასამზადებელი რესურსები:

დასახელება

რაოდენობა

 

ორგანული მინა, 10 მმ, 0.25 მ2

 

 

თუთიის ფირფიტა 0.5 მმX10 მმX 200 მმ

 

 

სპილენძის ფირფიტა 0.5 მმX10 მმX 200 მმ

 

 

ძრავი ბორბალითAR096 70MM RUBBER TIRES + MOT

 

1 ცალი

 

ნათურა LL01 1.5V 75 MA 4X14 MM

 

1 ცალი

 

ნათურა LL02 1.5V 80 MA 5X16 MM

 

1 ცალი

 

ღილაკი 433 B BUTTON SWITCH 1208YD

 

2 ცალი

 

მინის მილი D=5 მმ,L=30 სმ

 

1 ცალი

 

სპილენძის   სულფატი

 

50 გ

 

თუთიის სულფატი

 

50 გ

 

კალიუმის ქლორიდი

 

20 გ

 

სილიკონის წებო (ჰერმეტიკი)

 

 

 

 

     

 

ქვემოთ მოცემულ ბმულებზე  იხილეთ საინტერესო  რესურსები

 რეკომენდაციები მასწავლებლებს

საგანი ფიზიკა:                     

თემა : მუდმივი დენის კანონები

საკითხთა მინიმუმი: ელექტრული დენი და გამტარის წინაღობა; ომის კანონი წრედის უბნისათვის; გამტარების მიმდევრობით და პარალელურად  შეერთება; დენის მუშაობა და სიმძლავრე;  ; დენის წყაროს ემ ძალა.  ელექტრული დენი სხვადასხვა გარემოში.

საგანი ქიმია:

თემა: ჟანგვა – აღდგენითი რეაქციები

საკითხთა მინიმუმი: ჟანგვის რიცხვი; ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ზოგადი დახასიათება; ჟანგვა-აღდგენითი რეაქციების ტოლობის შედგენა და ელექტრონული ბალანსის მეთოდით გათანაბრება