G_PriEd   ქვიზები, ტესტები, სადიაგნოსტიკო ტესტები

მოცემულ საქაღალდეში იხილავთ პროექტ G_PriEd-ის ფარგლებში შექმნილ ტესტებს/ქვისებს სასწავლო ერთეულებისთვის/ სამიზნე ცნებების მიხედვით დაორგანიზეულს. შეგიძლიათ ქვიზები გამოიყენოთ როგორც სადიაგნოსტიკო ქვიზები.

სასწავლო ერთეულის დაწყებამდე შეგიძლიათ მისცეთ წინა კლასის ქვიზი, ხოლო ბოლოს უკვე მიმდინარე კლასის ქვიზი და შეამოწმოთ პროგრესი.

გთხოვთ, მოსწავლეები ამუშავეთ ტიპურ სავარჯიშოებზე

ქვიზები, ტესტები

 სადიაგნოსტიკო ტესტები

მოცემულ საქაღალდეში იხილავთ 2 ტიპის სადიაგნოსტიკო ტესტს.

  1. პროექტ Ge_PriEd-ის ფარგლებში შექმნილ სადიაგნოსტიკო ტესტს, რომელიც მოგცემთ საშუალებას წლის ბოლოს შეამოწმოთ მოსწავლეების პროგრესი.
  2. კომპლექსური დავალებებით შექმნილ ტესტს.

სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის თვეში,  სასურველია (აუცილებელი)  III კლასის ბოლოსთვის განკუთვნილი სადიაგნოსტიკო მთელი წლის ტესტით მოსწავლეების დიაგნოსტირება.   

წლის ბოლოს უკვე IV კლასის ბოლოსთვის განკუთნილი წლიური ტესტით  შეძლებთ შეაფასოთ  პროგრესი. 

თუ ვერ შეძლებთ ერთიანად დააწერინოთ ტესტი, წლის დასაწყისში ან ბოლოს, გამოიყენეთ წინარემასალის გახსენების პერიოდში ან სასწავლო წლის ბოლო, მთელი წლის შეჯამებისას, განიხილეთ საგაკვეთილო პროცესში,

იხილეთ ვრცლად, 30 კითხვიანი სადიაგნოსტიკო კომპლექსური დავალებებით სადიაგნოსტიკო

TIMSS-ის შეფასება

მოცემულ მისამართზე იხილავთ 20-20 კითხვათ დაორგანიზებულ 2011 წელს გამოყენებულ ტესტებს და კრებულს.   შეფასება ტარდება IV კლასელებისთვის სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელია მოცემული დავალებების III კლასშიც გამოყენება.

იმისათვის, რომ მოსწავლეების შედეგები გაიზარდოს, აუცილებელია წლების განმავლობაში იმუშაონ სხვადასხვა ტიპის დავალებებზე,  ასევე  TIMSS-ის   ტიპურ სავარჯიშოებზე, რომელიც მოსწავლეებში მათემატიკურ წიგნიერებას გაზრდის.

კრებული არ არის კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამხმარე მასალა, ან მოცემული კრებულიდან შექმნათ ქვიზები.

კრებულის გამოქვეყნების მიზანი საქართველოს სკოლებში მათემატიკური  წიგნიერების პოპულარიზაციაა. კრებული მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უკეთ გააცნობს საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ტექსტური დავალებების ფორმატსა და შინაარსს; საშუალებას მისცემს, ივარჯიშონ მათ გამოყენებაში, გადაამოწმონ და გაიღრმავონ ცოდნა.

კრებული - იხილეთ ვრცლად NAEC- ოფიციალურ საიტზე განთავსებული კრებულები

ტელესკოლა

მოცემულია ტელეგაკვეთილები, რომლის ფარგლებში განხილულია საინტერესო ამოცანები, რომელიც შეგიძიათ განიხილოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე  ჯგუფური მუშაობისთვის და დამატებით საკლუბო მუშაობისთვის. განხილულია ლოგიკური ამოცანები, ასევე ოლიმპიადა ევერესტზე მისული ამოცანები. შექმნილია დაჩი ნანობაშვილის მიერ, V-VI კლასებისთვის.
იხილე ვრცლად ვიდეო გაკვეთილები იხილე ვრცლად პრეზენტაციები და ტეტები