კვადრატული ფუნქცია
მოკლე აღწერა:
STEAM დავალება
ფეხბურთელები ბურთის კარის მიმართულების გაშვებისას ან კალათბურთელები ბურთის კალათში მოსათავსებლად, ბურთს ისვრიან კუთხით. ზოგი აღწევს წარმატება სროლისას, ზოგი ვერა.
როგორ ფიქრობთ, არის თუ არა შესაძლებელი კუთხით გასროლილი სხეულის მოძრაობის აღწერა? კვლევა? შეიძლება თუ არა დადგენა კონკრეტულად სად შეიძლება დაეცეს სხეული? იმისათვის, რომ პასუხი გასცეთ მოცემულ კითხვებს, გთავაზობთ დავალებას, გამოიკვლიოთ კუთხით გასროლილი სხეული ჭურვის მაგალითზე, შემდეგ კი ეცადეთ გამოიკვლიოთ სხვა შემთხვევები და დაადგინოთ, არის თუ არა შესაძლებელი სპორტსმენმა ვარჯიშით გააუმჯობესოს შედეგები.
ასევე გაეცანით დამხმარე ვიდეო გაკვეთილებს თეორიული ნაწილისთვის: