ოთხკუთხედები,  ფართობი

კომპლექსური დავალება:      გასართობი პარკის დაგეგმარება

მოკლე აღწერა: 

ნებისმიერი ქალაქის ინფრასტრუქტურის აუცილებელი ნაწილია სხვადასხვა სახის პარკები. საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი ღია  საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას   მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მოსახლეობის ჯანმრთელობასა და  კეთილდღეობაში.

დააკვირდით როგორი დაგეგმარება აქვთ პარკებს/ გასართობ სკვერებს

გაეცანით Geogebra-ს სიმულაციებს, რომელიც დაგეხმარებათ ფართობის გააზრებაში

წარმოიდგინე, რომ ქალაქის ადმინისტრაციამ გამოყო ფართობი, რომელზეც შეგიძლია გასართობი პარკის, სკვერის ( ან ზოოპარკის) აშენება და გამოაცხადა კონკურსი, ვინ უკეთ შეძლებს მოცემული ფართოზე სკვერის/პარკის მოწყობას, აუცილებელია  პროეტი იყოს ორიგინალური და ფართობის ათვისებისას გამოყენებული იყოს სხვადასხვა გეომეტრიული ობიექტები.
  1. შეადგინო პარკის გეგმა და კონცეფცია, როგორი გინდა იყოს ,რა ტიპის აქტივობებისთვის გინდა იყოს სივრცეები გამოყოფილი.
  2. შემდეგ დაყავი სკვერისთვის განოყოფილი ფართობი სხვადასხვა ნაწილებად. ფართობის დანაწილებისას გამოიყენე სხვადასხვა გეომეტრიული ფიგურები ( მხოლოდ მართკუთხედების გამოყენებით პროექტის პირობებს ვერ დააკმაყოფილებ), პარკი უნდა იყოს ორიგინალური დიზაინით.
  3.  აითვისე ფართობი მაქსიმალურად ეფექტურად, დაყავი სივრცე სხვადასხვა აქტივობებისთვის ისე რომ პარკი იყოს მადა გაანაწილე პარკის ფართობი.
  4. დაგეგმარებისას აუცილებელი პირობაა, რომ გათვალისწინებული იყოს ფეხით სავალი  და ველოსიპედით სავალი ნაწილი.
ნაშრომის წარმოადგინა შეგიძლია დიდი ფორმატზე- ნახაზის სახით, ან მაკეტის მაკეტის სახით ან   პროგრამა Geogebra-ს   გამოყენებით.  (ან პრეზენტაციის სახით, ნახაზი, რომელიც შესრულებული იქნება  Geogebra-ში).

პრეზენტაციაში ნათლად წარმოაჩინე:

  • რომელი გეომეტრიული ფიგურები გამოიყენე გამოყოფილი ტერიტორიის დაგეგმარებისას? ნაშრომს თან დაურთე  CONCEPT MAP (ე.წ.  კოგნიტური სქემები – დიაგრამები), რომლის მეშვეობით  აჩვენებ გეომეტრიულ ფიგურათა მიმართებებს.  სქემაზე დაწერეთ თითოეული გეომეტრიული ობიექტის თვისებები და განსაზღვრებები.
  • როგორ დაგეხმარა გეომეტრიული ობიექტების თვისებების ცოდნა მაკეტის აგებაში?
  • რას შეუსაბამე თითოეული გეომეტრიული ფიგურა(რისთვის გამოყავი აღნიშნული ფართობი)?
  • რამდენი დარჩა ფეხით სავალი ნაწილის ფართობი?
  • რომელი ბილიკებია პარალელური და რომელი მართობული?
  • თუ არის რომელიმე ადგილი, რომელსაც არ აქვს შენთვის ნაცნობი ფიგურის ფორმა? როგორ არის შესაძლებელი მისი ფართობის დადგენა?
  • წარმოდგინე რომ შენს მიერ შესრულებული პროექტისთვის გამოყოფილია 1ჰა მიწა, თუ პროექტი განხორციელდა რეალობაში რა იქნება თითოეული ნაწილის ფართობი? დააორგანიზე ინფორმაცია ცხრილში და წარმოადგინე ფართობები

ცხრილი 1:

ობიექტის         სახელი

გეომეტრიული ფიგურა

      ზომები (პერიმეტრი და ფართობი)

ნახაზზე

მაკეტზე

რეალურად

              

 

 

 

 

 

მითითება: დაგეგმარებაში გამოიყენე შენს მიერ ნასწავლი ყველა  ბრტყელი ფიგურა.  (აუზისთვის წრე და აშ.)

ასევე გაეცანით დამხმარე ვიდეო გაკვეთილებს,დამხმარე სასწავლო რესურსებს:

ვიდეო გაკვეთილი – პარალელოგრამი

პარალელოგრამის კერძო შემთხვევები

ვიდეო გაკვეთილი – ტრაპეცია, მართკუთხა სამკუთხედის ფართობი

CK12  ელექტრონული წიგნი

იხილეთ თეორიული მასალა, სხვადასხვა სავარჯიშოები და აქტივობები

თავი 8 – გეომეტრიული ობიექტები

თავი 9  – პერიმეტრი, ფართობი

ელექტრონული წიგნი

პითაგორას თეორემის ორიგინალური დამკტიცება ფართობის გამოყენებით; 

ISKOLA

მოცემულ ბმულზე იხილეთ დამხმარე სავარჯიშოები, ვიდეო ინსტრუქციები

და მოკლე კომპლექსური დავალება, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ ჯგუფურ აქტივობად

iSKOLA
პრეზენტაციები

ინტეგრირება ინგლისურთან

მოცემულ ვებ-გვერდზე იხილეთ ინტერაქტიული ელექტრონული სახელმძღვანელო. მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა ინგლისურად ისწავლონ თითოეული გეომეტრიული ობიექეტის დასახელება, ასევე გაეცნონ საინტერესო აქტივობებს.

იხილეთ ბმული

მოცემული ბმულზე , იხილეთ თემა: Quadrilaterals and Polygons (ოთხკუთხედები და მრავალკუთხედები), საიტი აგენერირებს სავარჯიშოებს, პასუხებით. შეგიძლიათ ე.წ. სამუშაო ფურცლები ( worksheet) გადაუგზავნოთ მოსწავლეებს ცოდნის განმტკიცებისათვის. 

.

ვიდეო ინსტრუქცია მასწავლებლებისთვის;

ვიდეოში მოცემულია მოკლე რეკომენდაციები კომპელქსურ დავალებასთან და Geogebra-ს რესურსებთან დაკავშირებით.

მოსწავლეების მიერ შესრულებული ნამუშევრის მაკეტი