პელტიეს ელემენტი
იცით თუ არა?
როგორ არის შესაძლებელი ელექტროენერგიის მიღება, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ჩვენი ყოველდღიურობა? გსმენიათ თუ არა პელტიეს ელემენტზე და ენერგიის მიღების ალტერნატიულ გზებზე?
შენი დავალებაა:
- მოიძიო ინფორმაცია და გამოიკვლიო ენერგიის ალტერნატიული წყაროები
- დაამზადო მოწყობილობა პერტიეს ელემენტის გამოყენებით,რომელის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება ელ. ენერგიის მიღება
- დაადგინო პერტიელ ელემენტით მიღებული ენერგიის სიმძლავრე და ხარჯთფექტურობა
- შეადარო სხვადასხვა ენერგიის მიღების წყაროებს და ისაურბო ხელმისაწვდომობაზე
- დაადგინო როდის არის ეფექტური პელტიეს ელემენტის გამოყენება
ნაშრომის პრეზენტაციისას იმსჯელეთ:
- რა როლს ასრულებს ენერგიის გარდაქმნაში ნახევარგამტარების ფიზიკური და ქიმიური თვისებები ;
- როგორ შექმენი თერმოელექტრული გენერატორი ნახევარგამტარების და სითბური ენერგიის თვისებების გათვალისწინებით?
- მოწყობილობის ფიზიკურ მახასიათებლებზე, ელ. ენერგიის მიღების თითოეული გზის უპირატესობებზე და გამოყენების მიზნობრიობაზე.
დავალების შესრულების პროცესში დაგეხმარება შემდეგი რესურები
შიგა წვისი ძრავა, ნახევარგამტარები ელექტრული მოვლენები ატომის აღნაგობა
ქვემოთ მოცემულია ვიდეო ინსტრუქციები, ასევე ქართველი მოსწავლეების მიერ დამზადებული მოდელი და მიღწევები
პელტიეს ელემენტი
კვლევისათვის საჭირო გარკვეული საკითხების შესწავლა ფიზიკისა და ქიმიის კურსიდან, საკითხების შესწავლასთან ერთად დასამზადებელია ორი მოდელი, რომლის ანალიზისა და შედარების საფუძველზე გასაკეთებელია დასკვნა
ნაბიჯი 1: პირველი მოდელის დამზადება:
პელტიეს ელემენტზე დაფუძნებული თერმოელექტრული გენერატორის ექსპერიმენტული ნიმუშის წარმოება. (სანთელით და რადიატორით).
ნაბიჯი 2. კვლევა
თერმოელექტრული გენერატორის მახასიათებლების კვლევა;
ნაბიჯი 3.მეორე მოდელის დამზადება
პელტიეს ელემენტზე დაფუძნებული თერმოელექტრული გენერატორის ექსპერიმენტული ნიმუშის წარმოება. (ცხელი და ცივი წყლით).
ნაბიჯი 4:
მეორე მოდელის -თერმოელექტრული გენერატორის მახასიათებლების კვლევა.
ნაბიჯი 5.
პირველი და მეორე მოდელის მახასიათებლების შედარება და ანალიზი.
პელტიეს ელემენტის დასამზადებელი რესურსები:
მოდელი 1
- პელტიეს ელემენტი TES1-12706.
- რადიატორი.
- სანთელი; სასანთლე სახურავით.
- სამაკეტო დაფა 4.6×3.4×0.8სმ (8515)
- სამონტაჟო შემაერთებლები –SH98 40PCS DUPONT WIRE 20CM M
- შუქდიოდი 620 LDXX-PW PURE-W. 3.2V 1.2W
- მულტიმეტრი.
მოდელი 2
- პელტიეს ელემენტი TES1-12706.
- ლითონის ორი ფირფიტა
- DC ძრავი
- შუქდიოდი 620 LDXX-PW PURE-W.
- 2V 1.2W
- სამაკეტო დაფა
- მიმყვანი სადენები
- ორი ჭიქა სხვადასხვა ტემპერატურის წყლისათვის
- მულტიმეტრი