TIMSS-ის შეფასება
მოცემულ მისამართზე იხილავთ 20-20 კითხვათ დაორგანიზებულ 2011 წელს გამოყენებულ ტესტებს და კრებულს. შეფასება ტარდება IV კლასელებისთვის სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელია მოცემული დავალებების III კლასშიც გამოყენება.
- სასურველია მე- 5 და მე-6 კლასშიც მუდმივად გადამეორება იმ ტესტების რომელიც მე- 4 კლასის ბოლოსთვსი არის განკუთვნილი, რადგან წილადს და აზოგიერთ საკითხს ჩვენ ვასწავლით მოგვიანებით.
- V -VI კლასიდან უკვე შესაძლებელია მე- 8 კლასის ბოლოსთვის განკუთვნილი ტესტებიდან ზოგიერთი სავარჯიშოს მიცემა და მუდმივად მუშაობა.
იმისათვის, რომ მოსწავლეების შედეგები გაიზარდოს, აუცილებელია წლების განმავლობაში იმუშაონ სხვადასხვა ტიპის დავალებებზე, ასევე TIMSS-ის ტიპურ სავარჯიშოებზე, რომელიც მოსწავლეებში მათემატიკურ წიგნიერებას გაზრდის.
კრებული არ არის კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამხმარე მასალა, ან მოცემული კრებულიდან შექმნათ ქვიზები.
კრებულის გამოქვეყნების მიზანი საქართველოს სკოლებში მათემატიკური წიგნიერების პოპულარიზაციაა. კრებული მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უკეთ გააცნობს საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ტექსტური დავალებების ფორმატსა და შინაარსს; საშუალებას მისცემს, ივარჯიშონ მათ გამოყენებაში, გადაამოწმონ და გაიღრმავონ ცოდნა.
NAEC- ოფიციალურ საიტზე განთავსებული კრებულები, IV კლასისთვის განკუთნილი (2011-2015 წლის ნიმუშები)
VIII კლასის ბოლოს დასაწერი ტესტური დავალებების ნიმუშები, დაორგანიზებული მიმართულების მიხედვით