წრფეები და კუთხეები, სამკუთხედები,  პითაგორას თეორემა

კომპლექსური დავალება:  მილების დაპროექტება

მოკლე აღწერა: 

გიორგი, დავითი და ვახტანგი ძმები არიან. მათ მემკვიდრეობით ერგოთ მართკუთხა სამკუთხედის ფორმის მიწის ნაკვეთი, რომელიც ორ პარალელურ გზას შორის მდებარეობს. სამივე ძმამ წარმოადგინა წყალგაყვანილობის სისტემის მოსაწესრიგებლად თავიანთი გეგმა. ძმებს სურთ იპოვნონ წყალგაყვანილობის სისტემის ოპტიმალური ვარიანტი ან მოახდინონ რომელიმე გეგმის მოდიფიცირება, ისე რომ მოხდეს არსებული გეგმის გაუმჯობესება (მილის საერთო სიგრძის შემცირება). იხილე დავალების პირობა სრულად და ეცადე დაეხმარო ძმებს პრობლემის წრმატებით გადაწყვეტაში.

ქვემოთ მოცემულია ვიდეო გაკვეთილები. ვიდეო გაკვეთილების ნაწილი ჩაწერილია სააბიტურიენტო საათზე, წინა მასალის შეჯამებისა და გახსენებისთვის.