გარე განათება
იცით თუ არა,
შეგიმჩნევია, შებინდებისას გარე განათების ლამპიონები ინთება, ხოლო დილით კი ქრება. როგორ ფიქრობ, მისი ჩართვა- გამორთვა დაკავშირებულია ფიქსირებულ დროსთან, თუ სხვა რაიმე მოვლენა მართავს ამ პროცესს?
თუ კარგად დააკვირდები, შებინდების და გათენების დრო დამოკიდებულია სეზონურ ცვლილებასთან, ზაფხულის შებინდების და გათენების დრო არ ემთხვევა ზამთარში შებინდების დროს. როგორც ჩანს ჩართვა- გამორთვის ფიქსირებული დრო არ ყოფილა ამ სისტემის სამართავად მოსახერხებელი.
იქნებ თავად მოიფიქრო გზა, რას დაუმორჩილო გარე განათების სისტემის ჩართვა -გამორთვა.
რომელი კომპონენტების გამოყენებით არის შესაძლებელი სინათლის ინტენსივობის ცვლილების დაფიქსირება და სანათების ავტომატური ჩართვა -გამორთვა.
შენი დავალებაა:
- შექმნა მინი პარკის მოდელი ან სმარტ სურათი , რომელშიც გამოყენებული იქნება განათების ავტომატური მართვა.
მოდელის პრეზენტაციისას წარმოადგინე:
- რა სტრატეგიები გამოიყენე შენს მიერ შექმნილი პარკის დასაგეგმარებად
- რომელი კომპონენტების გამოყენებით არის შესაძლებელი სინათლის ინტენსიობის ცვლილების დაფიქსირება და სანათების ავტომატური ჩართვა -გამორთვა.
- როგორ გამოიყენე ელ. მაგნიტური რელეს მუშაობის პრინციპი სისტემის სამართავად?
- ფოტორეზისტორის რომელი ფიზიკური მახასიათებელი იცვლება განათებულობის ცვლილებისას და რითია გამოწვეული ეს ცვლილება
- წინაღობის ცვლილება რომელ ფიზიკურ სიდიდეებს ცვლის ელ. წრედში და ეს ცვლილება როგორ გამოვიყენო ელ. რელეს ჩასართავად
ქვემოთ გაეცანით იმ რეკომენდაციას რომელიც დაგეხმარებათ დავალების შესრულებაში
კვლევისათვის საჭიროა გარკვეული საკითხების შესწავლა მათემატიკის, ფიზიკის კურსიდან, ასევე ელექტროინჟინერიის საფუძვლების გაგება.
პროექტის კეთების ფარგლებში ასევე პასუხი უნდა გასცეთ ინჟინერიასთან დაკავშირებულ კითხვებს:
- რა არის და როგორ მუშაობს ულტრაბგერითი სენსორი?
- როგორ ხდება ულტრაბგერითი სენსორის დაკავშირება არდუინოსთან?
რესურსები
გარე განათების სისტემა ელ. კომპონენტები
№ |
დასახელება |
საზომი ერთეული |
რაოდენობა |
|
სამონტაჟო შემაერთებლები –SH97 40PCS DUPONT WIRE 20CM F |
ცალი |
1 |
||
|
სამონტაჟო შემაერთებლები –SH98 40PCS DUPONT WIRE 20CM M |
ცალი |
1 |
|
|
სამონტაჟო შემაერთებლები –SH99 40PCS DUPONT WIRE 20CM M |
ცალი |
1 |
|
|
ფოტორეზისტორი 582 B PHOTO RES. 5- 10K |
|
ცალი |
2 |
|
რეზისტორი R02 0.2V 220 R 0 |
|
ცალი |
10 |
|
რეზისტორი R02 0.2W 1 K 0 |
|
ცალი |
10 |
|
რეზისტორი R02 0.2W 10 K 0 |
|
ცალი |
10 |
|
რელეს მოდული (409) |
|
ცალი |
1 |
|
შშუქდიოდი 620 LDXX-PW PURE-W. 3.2V 1.2W |
|
ცალი |
10 |
|
შტეკერი 320 C DC 5.5 X 2.1MM SOCKET CABLE |
|
ცალი |
1 |
|
ელემენტის ბუდე 112 BATT SOCKET 4 X AA 2+2 |
|
ცალი |
1 |
|
ელემენტის ბუდე 1013 BATT SOCKET 9V WITH PLUG |
ცალი |
1 |
|
|
სამონტაჟო დაფა 094 A BREADBORD WB-102 MON.PL 830 PIN |
ცალი |
1 |