სამკუთხედები, სამკუთხედების ტოლობა

მოკლე აღწერა:  STEAM დავალება 
 
 როგორ გვეხმარება სამკუთხედები  მყარი ხიდის კონსტრუქციის აგებაში? ტაკომა ნეროუს სახელწოდების ხიდი ვაშინგტონში გაიხსნა 1940 წელს, რომელიც გახსნიდან რამდენიმე თვეში ძლიერი ქარების დროს ჩამოინგრა და დაიხურა 1950 წლამდე. 
 
ხიდის დატვირთვაზე გავლენას ახდენს გარკვეული პარამეტრები. მაგალითად:  ხიდის წონა,მასზე მოსიარულე ადამიანების წონა, ავტომობილების წონა, ნალექის წონა და გავლენა.  ასევე კონსტრუქციის ფორმა;აღნიშნულიდან გამომდინარე 10 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა ხიდის გამყარება დამატებითი საყრდენებითა და კონსტრუქციებით. 
 

ხიდების დაპროექტების დროს ერთ-ერთ  მყარ ფორმად მიჩნეულია სამკუთხედების გამოყენება. იმისათვის, რომ დავრწმუნდეთ რამდენად მნიშვნელოვანია სამკუთხედების გამოყენება ხიდების დაპროექტების დროს, გაეცანით დავალებას.

ასევე გაეცანით დამხმარე ვიდეო გაკვეთილებს, სიმულაციას და  დამხმარე სასწავლო რესურსებს:

ვიდეო გაკვეთილები