ახალგაზრდა არქიტექტორი

 სამიზნე ცნება: სივრცული ფიგურები და მათი ზომები

მოკლე აღწერა STEAM დავალება 

დისტანციური სწავლების პერიოდში სკოლებმა შეწყვეტილი სასწავლო პროცესის გამო ელექტროენერგიის, ინტერნეტისა და გათბობის ხარჯები დაზოგეს. რადგანაც სკოლას შეუძლია დანაზოგები თავად მართოს, დირექციამ გადაწყვიტა დაზოგილი თანხით ერთ-ერთ კურორტზე არასტანდარტული კოტეჯი ააშენოს და იქ წარმატებული მოსწავლეებისთვის საზაფხულო ბანაკი მოაწყოს. დახმარება სპონსორებმაც აღუთქვეს.

იმისათვის რომ გაიგოთ თუ რა არის შესასრულებელი, იხილეთ დავალების პირობა.

დავალება შეგიძლიათ შეასრულოთ და წარმოადგინოთ ნახაზის, მაკეტის  სასწავლო პროგრამა Geogebra-ს , “მაინკრაფტის” ან შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პროგრამას. ქვემოთ მოცემულია ვიდეო ინსტრუქციები და GeoGebra-ს რესურსები, რომელიც დაგეხმარებათ დავალების შესრულებაში.

იხილეთ  ვიდეო ინსტრუქციები და GeoGebra-ს რესურსები, რომელიც დაგეხმარებათ დავალების შესრულებაში.

თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოსsweet home 3d-ის დახმარებით უყურეთ ვიდეოს 

 თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოთ Minecraft-ის დახმარებით უყურეთ ვიდეოს :

 

თუ თქვენმა ჯგუფმა გადაწყვიტა, რომ სახლის მაკეტი გააკეთოთ ხელით უყურეთ ვიდეოს:

 

თუ გადაწყვეტთ, დავალება შეასრულოთ Geogebra-ს გამოყენებით; ქვემოთ მოცემულია, კოტეჯის ნიმუში, რომლის ანალოგი აწყობილია პროგრამა GEOGEBRA-ში;

  1. თქვენ შეგიძლიათ ცვალოთ ზომენი სიმულაციაში, დააყენოთ თქვენთვის სასურველი ზომა და აწარმოოთ გამოთვლები.
  2. შეგიძლიათ ააგოთ მოცემული კოტეჯის მსგავსი მაკეტი და გამოიანგარიშოთ ზედაპირის ფართობი და მოცულობა, ასევე რა ზომებში ისურვებიდით მის განხორციელებას რეალურ ცხოვრებაში და  დაიანგარიშოთ, რა იქნება რეალური კოტეჯის ზომები. და სარემომნტო ხარჯები
  3. შეგიძლიათ პროგრამა GEOGEBRA-ში ან სხვა პროგრამაში ააგოთ თვენთვის სასურველი კოტეჯის მოდელი.
  4. შეგიძლიათ ასევე იმუშაოთ და შექმნათ სხვა ფორმით მაკეტი.

ქვემოთ იხილეთ კონკრეტული ერთი ნიმუში

იხილეთ სხვადასხვა აპლიკაციები, სახლის, ეზოს მოსაწყობად, ასევე შეგიძლიათ ინტერნეტით მოძებნოთ სხვა  თქვენთვის  სასურველი უფასო აპლიკაციები

სხვადასხვა აპლიკაციები
დამხმარე რესურსები და ვიდეო ინსტრუქციები პროგრამა GeoGebra-სთვის, როგორც მასწავლებლებისთვის ასევე მოსწავლეებისთვის.