G_PriEd   ქვიზები, ტესტები, სადიაგნოსტიკო ტესტები

მოცემულ საქაღალდეში იხილავთ პროექტ Ge_Praid-ის ფარგლებში შექმნილ ტესტებს/ქვისებს სასწავლო ერთეულებისთვის/ სამიზნე ცნებების მიხედვით დაორგანიზეულს. შეგიძლიათ ქვიზები გამოიყენოთ როგორც სადიაგნოსტიკო ქვიზები.

სასწავლო ერთეულის დაწყებამდე შეგიძლიათ მისცეთ წინა კლასის ქვიზი, ხოლო ბოლოს უკვე მიმდინარე კლასის ქვიზი და შეამოწმოთ პროგრესი.

გთხოვთ, მოსწავლეები ამუშავეთ ტიპურ სავარჯიშოებზე

ქვიზები, ტესტები

 სადიაგნოსტიკო ტესტები

მოცემულ საქაღალდეში იხილავთ 2 ტიპის სადიაგნოსტიკო ტესტს.

  1. პროექტ Ge_PriEd-ის ფარგლებში შექმნილ სადიაგნოსტიკო ტესტს, რომელიც მოგცემთ საშუალებას წლის ბოლოს შეამოწმოთ მოსწავლეების პროგრესი.
  2. კომპლექსური დავალებებით შექმნილ ტესტს.

სასწავლო წლის დასაწყისში, სექტემბრის თვეში,  სასურველია (აუცილებელი)  V კლასის ბოლოსთვის განკუთვნილი სადიაგნოსტიკო მთელი წლის ტესტით მოსწავლეების დიაგნოსტირება.   

წლის ბოლოს, VI კლასის ბოლოსთვის განკუთნილი წლიური ტესტით  შეძლებთ შეაფასოთ  პროგრესი. 

თუ ვერ შეძლებთ ერთიანად დააწერინოთ ტესტი, წლის დასაწყისში ან ბოლოს, გამოიყენეთ წინარემასალის გახსენების პერიოდში ან სასწავლო წლის ბოლო, მთელი წლის შეჯამებისას, განიხილეთ საგაკვეთილო პროცესში,

30 კითხვიანი სადიაგნოსტიკო კომპლექსური დავალებებით სადიაგნოსტიკო

TIMSS-ის შეფასება

მოცემულ მისამართზე იხილავთ 20-20 კითხვათ დაორგანიზებულ 2011 წელს გამოყენებულ ტესტებს და კრებულს.   შეფასება ტარდება IV კლასელებისთვის სასწავლო წლის ბოლოს, შესაძლებელია მოცემული დავალებების III კლასშიც გამოყენება.

  1. სასურველია მე- 5 და მე-6 კლასშიც მუდმივად გადამეორება იმ ტესტების რომელიც მე- 4 კლასის ბოლოსთვსი არის განკუთვნილი, რადგან წილადს და აზოგიერთ საკითხს ჩვენ ვასწავლით მოგვიანებით.
  2. V -VI  კლასიდან უკვე შესაძლებელია მე- 8 კლასის ბოლოსთვის განკუთვნილი ტესტებიდან ზოგიერთი სავარჯიშოს მიცემა და  მუდმივად მუშაობა.

იმისათვის, რომ მოსწავლეების შედეგები გაიზარდოს, აუცილებელია წლების განმავლობაში იმუშაონ სხვადასხვა ტიპის დავალებებზე,  ასევე  TIMSS-ის   ტიპურ სავარჯიშოებზე, რომელიც მოსწავლეებში მათემატიკურ წიგნიერებას გაზრდის.

კრებული არ არის კომერციული მიზნებისთვის განკუთვნილი, შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც დამხმარე მასალა, ან მოცემული კრებულიდან შექმნათ ქვიზები.

კრებულის გამოქვეყნების მიზანი საქართველოს სკოლებში მათემატიკური  წიგნიერების პოპულარიზაციაა. კრებული მასწავლებლებსა და მოსწავლეებს უკეთ გააცნობს საერთაშორისო სტანდარტებით შექმნილი ტექსტური დავალებების ფორმატსა და შინაარსს; საშუალებას მისცემს, ივარჯიშონ მათ გამოყენებაში, გადაამოწმონ და გაიღრმავონ ცოდნა.

NAEC- ოფიციალურ საიტზე განთავსებული კრებულები, IV კლასისთვის განკუთნილი (2011-2015 წლის ნიმუშები) VIII კლასის ბოლოს დასაწერი ტესტური დავალებების ნიმუშები, დაორგანიზებული მიმართულების მიხედვით

ტელესკოლა

მოცემულია ტელეგაკვეთილები, რომლის ფარგლებში განხილულია საინტერესო ამოცანები, რომელიც შეგიძიათ განიხილოთ როგორც ინდივიდუალური, ასევე  ჯგუფური მუშაობისთვის და დამატებით საკლუბო მუშაობისთვის. განხილულია ლოგიკური ამოცანები, ასევე ოლიმპიადა ევერესტზე მისული ამოცანები. შექმნილია დაჩი ნანობაშვილის მიერ, V-VI კლასებისთვის.
იხილე ვრცლად ვიდეო გაკვეთილები იხილე ვრცლად პრეზენტაციები და ტეტები